შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენ უკვე ვნახეთ ხელისუფლებასთან აფილირებული "გურიის მამების"მიერ აოხრებული ბახმაროს ნაწილი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მაისი 2019

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან", კახა ასკურავა ბახმაროში "ორბი" ჯგუფისთვის სიმბოლურ 1 ლარად გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე ლანჩხუთ-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის განმარტებებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: 

"უნიკალური კურორტი ბახმარო, რომელიც ყველა გურულის და არა მხოლოდ გურიის საამაყო კურორტია, სადაც გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს გააჩნიათ კერძო საკუთრება, როგორც მინიმუმ იმსახურებენ იცოდნენ თუ რა ხელშეკრულებაზე საუბარი, რომელი ტერიტორიები გადაეცა კერძო მესაკუთრეს სიმბოლურ ფასად, რას ითვალისწინებს იგი და რამდენადაა აქამდე არსებული კანონიერი კერძო მესაკუთრეების ინტერესები დაცული - ფორმულა, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და ჩვენ უფრო უკეთ ვიცით რაა უკეთესი ბახმაროსთვის, აპრიორი არასწორი მიდგომაა. მითუმეტეს ჩვენ უკვე ვნახეთ ხელისუფლებასთან აფილირებული "გურიის მამების"მიერ აოხრებული ბახმაროს ნაწილი.

ნუთუ, გურიის რეგიონის საკრებულოები, არ იმსახურებდნენ უფრო მეტი დეტალი ცოდნოდათ ამ გარიგების შესახებ, სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორს შორის. რომელსაც საჩუქრად მიქვს ამხელა ტერიტორიები. ან და რატომ უნდა ვენდობოდეთ სიტყვაზე ხელისუფლებას?!
ქალბატონ წილოსანს კი მინდა ვუთხრა,რომ კურორტი ბახმარო ნებისმიერი გურულისთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კურორტი, იგი ისტორიაა და ჩვენი თვითმყოფადობის ნაწილი. ასე, რომ კეთილი ინებეთ და სადღაც კაბინეტებში კი არ მიიღოთ მსგავსი გადაწყვეტილებები, გახსენით კარი და მეტი დეტალები მოახსენეთ გურულებს"!-წერს ასკურავა. 

„ორბისთვის“ ბახმაროში მიწის გადაცემით მოგებული სახელმწიფო დარჩა“, - ასე აფასებს სააგენტო "bm.ge"-სთან ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი მთავრობის მიერ „ორბი ჯგუფისთვის“ ბახმაროში 43,269 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია