შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენის ერთ–ერთ სოფელში ბულინგის საქმეზე სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა მოკვლევა დაასრულა.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 02 ნოემბერი 2018
სკოლის დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების მიხედვით, მეოთხე კლასელ მოსწავლეზე ამავე სკოლის 12 წლის ბიჭის მიერ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი სასწავლო პროცესის დროს არ დასტურდება. დისციპლინური კომიტეტის წევრების აზრით, საქმე მეზობლებს შორის დავას ეხება, რამაც მოდავე ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებზე გავლენა მოახდინა.დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას არ იზიარებს, მეოთხე კლასელი ბიჭის დედა. მისი მტკიცებით, მის შვილზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა უფროსკლასელი ბიჭისგან, სწორედ სკოლაში ხდებოდა: „ძალადობას ადგილი ჰქონდა სკოლაში. ჩემმა შვილმა ამის შესახებ სახლშიც ბევრჯერ თქვა და სკოლაშიც იმდენჯერ გაიმეორა, რამდენჯერაც გამოკითხეს“. ადიგენის ერთ–ერთ სოფელში ბულინგის საქმეს სწავლობს განათლების სამინისტრო, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტო. მომხდარს იძიებს ადიგენის რაიონული სამმართველოც.შეგახსენებთ, ორსართულიან კორპუსში მცხოვრებ მეზობლებს შორის უთანხმოება, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც მეორე სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა პირველზე მცხოვრებს ხელი არ მოუწერა ნებართვაზე, რომლის მიხედვითაც მას კორპუსში სველი წერტილი უნდა მიეშენებინა. მას შემდეგ, მეორე სართულზე მცხოვრები მეოთხეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, რომ პირველ სართულზე მცხოვრები 12 წლის ბიჭი მის შვილებს, განსაკუთრებით კი ცხრა წლის ბიჭს აბულინგებს. პირველ სართულზე მცხოვრები ბავშვების აღმზრდელები კი ამბობენ, რომ პირიქით, მათ ბავშვებს მეორე სართულზე მცხოვრები მეთოხეკლასელი ბიჭის მშობლები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ფიზიკური შეურაცხყოფს ფაქტს შსს სსკ–ის 126–ე, ძალადობის მუხლით იძიებს. [მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება