შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენ დამოუკიდებლები არ ვართ!!! სუნთქვითაც კი ვერ ვსუნთქავთ დამოუკიდებლად!!!"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38639 
 30 მაისი 2019

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს:

„ისტორია მეცნიერებაა, რომელსაც სჭირდება დაცვა/განვითარება.

ყველა ძლიერ ქვეყანას, სწორედ ასეთი მიდგომა აქვს ისტორიისადმი.

მნიშვნელობა არა აქვს, რა იყო სინამდვილე და რა არა, მთავარია იმ აზრის (ისტორიის) წინ წამოწევა, რაც შენი ქვეყნის სტრატეგიული, ეკონომიკური და კულტურული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია.

"ისტორია რაღაც მხრივ მითია, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შეთანხმება", - ამბობდა ნაპოლეონი.

დიახ, ეს მწარე სინამდვილეა. 

ვიღაცამ შეიძლება თქვას - თუ ისტორია "მითია", მაშინ რაში გვჭირდება ის საერთოდ?!

იმაში, რომ დავიცვათ თავი ამ მხეცურ გარემოში.

მსოფლიო ასეა მოწყობილი.

უნდა არსებობოდეს სპეციალური ანალიტიკური ჯგუფები, რომელბიც შედგება ისტორიკოსებისგან, პოლიტოლოგებისგან, იურისტებისგან, სოციოლოგებისგან და უნდა მიმდინარეობდეს იმ ისოტრიული მოვლენების განხილვა/წინ წამოწევა, რომელიც ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვენელოვანია.

ეს უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამის ნაწილი.

დიახ, ამ ყველაფერს უნდა აფინანსებდეს და აპიარებდეს სწორედ სახელმწიფო!!!

ასეა ყველგან.

ამერიკაში ინდიელების ამოწყვეტა/განადგურება "განიხილება როგორც ბუნებრივი პროცესი დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე" და ჩვენ ამის "გვჯერა", იმიტომ რომ ეს "დადასტურებული ისტორიული ფაქტია".

მსოფლიო სულ უფრო და უფრო "რწმუნდება", რომ რუსეთი "მართალი" იყო როცა მან ყირიმი მიიერთა, "ისტორიული" მოვლენების გათვალისწინებით..

იმიტომ, რომ ამაზე იქ სახელმწუფო "მუშაობს".

ამ სფეროში მუშაობს პრინციპი: " მე ასე მაწყობს" და მორჩა.

ამ "მაწყობს" კი, ზურგს უმაგრებს მენციერული დასკვნები, საჯარო განხილვები, ამ თემის პოპულარიზაცია მსოფლიოს თუ რეგიონის მაშტაბით და საბოლოო მიზანი ამისა არის "ამ ფაქტის აღიარება სხვების მიერ", რომელიც მერე იძლევა "ისტორიულ ფაქტს".

კარგია მსგავსი მიდგომა ასეთი საკითხებისადმი თუ ცუდია, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

ეს ასეა !!!

ეს ყველაფერი კი, პირდაპირ კავშირშია როგორც დავით გარეჯთან, ტაო კლარჯეთთან თუ სხვა სადაო ტერიტორიებთან.

ასევე პირდაპირ კავშირშია "დავით გარეჯის კრიზისი", ყველაფერ იმასთან, რაც ზემოთ აღვნიშნე.

ისინი, მინიმუმ საკუთარ მოსახლობას აჯერებენ, რომ ეს "მათი ისტორიული ტერიტორიაა" ანუ მიდის საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომელიც აუცილებელია ყველანაირი "აქტივობებისთვის" რაც სახელმწიფოს წინაშე დგას.

მით უმეტეს, მათ იციან ის პროცესებიც, რაც ჩვენთან 30 წელია გრძელდება - საკუთარი ისტორიული ფესვების უარყოფა/უგულებელყოფა, მისი გამარგინალება. (მიშიზმის დროს, საერთოდ 2003 წელს დაიწყო საქართველოს ისტორია, ამ დონის აფსურდამდე დავედით).

ასევე, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, თვითონვე დავშალეთ სამეცნიერო ცენტრები. მეცნიერება გამოვაცხადეთ უპერსპექტივო წიგნის ჭიობად.

ეს ყველაფერი ჩვენმა "პოტენციურმა თავდამსხმელმა" იცის, იცის და გვაწვება და საქართველოში მიმდინარე იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ამის "ყველანაირი საფუძველი აქვს".

საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის-რეალიზმის ერთერთი ფუძედებელი-თომას ჰობსი ამბობდა: "საერთაშორისო ურთიერთობებში, ყველა(ქვეყანა) ყველას მტერია".

ამიტომაც გვჭირდება თავდაცვა. და თავდაცვაში მარტო შეიარაღება არ იგულისხმება. თანამედროვე ტექნოლოგიურ ერაში "ინფორმაციული/იდეოლოგიური ომი", რეაქლურ ომს უტოლდება.

პ.ს. ჩვენ დამოუკიდებლები არ ვართ!!! სუნთქვითაც კი ვერ ვსუნთქავთ დამოუკიდებლად.“

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია