შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა და პარლამენტის წევრებმა ახალქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. ისინი აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ ენზელ მკოიანს და არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ელოდებიან.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 03 ნოემბერი 2018
დღეს, 3 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში ასამდე ადგილობრივი შეიკრიბა. მათთან შესახვედრად პარლამენტის წევრები "ქართული ოცნებიდან", პარტიის წარმომადგენლები და მხარის გუბერნატორი ჩავიდა. დეპუტატების განმარტებით, მათი მიზანი იყო ნინოწმინდა–ახალაქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანისათვის საჯარო მხარდაჭერა გამოეხატათ. "გვინდოდა მადლობა გვეთქვა ახალქალაქელებისათვის, რადგან მათ არჩვენების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხედეს", – განმარტა პარლამენტის წევრმა გიორგი ვოლსკიმ.დეპუტატებმა ყურადღება გაამახვილეს, ბოლო პერიოდში ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებზეც და აღნიშნეს, რომ დაპირისპირება, რომელიც 30 ოქტომბერს, ახალქალაქში მოხდა, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაცია იყო, რის დასტურადაც ვიდეო ჩანაწერები აქვთ: "ახალქალაქში ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და არ გამოვრიცხავთ, რომ მეორე ტურშიც იყოს ასეთი პროვოკაცია, ამიტომ ხალხს მოვუწოდებთ არ აჰყვნენ მას". შეგახსენებთ, რომ დღეს ახალქალაქში იმ ხუთი პირის სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომლებიც 30 ოქტომბრის დაპირისპირების ფაქტზე პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა. ახალქალაქში ჩასული "ქართული ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესს არ დაესწრებიან. [ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება