შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეთავაზება ახალგაზრდებს –სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22840 
 31 მაისი 2019
ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და RDFG-სა და საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ერთობლივი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია გამართა.პროექტის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. შეხვედრაზე პროექტისა და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა, რევაზ ჯაველიძემ ისაუბრა.რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლათ 18-29 წლის ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ ან თავიანთი ბიზნეს პროექტების განხორციელებას გეგმავენ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ბორჯომში, ასპინძაში, ადიგენსა და ნინოწმინდაში. პროექტის ფარგლებში, ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს. გამარჯვებულებს გადაეცემათ 10 000, 8 000 და 6 000 ლარის გრანტი.პირველ ეტაპზე ახალგაზრდებს ტრენინგებს ჩაუტარებენ, შემდეგ ისინი წარმოადგენენ სამეწარმეო იდეებს ოთხი მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები. „არ არის აუცილებელი ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტებში ცხოვრობდნენ მონაწილეები. მთავარია ქონდეს სურვილი, რომ ბიზნეს იდეა ბორჯომში, ასპინძაში, ადიგენსა და ნინოწმინდაში განახორციელონ“, – გვითხრა ნინო ზუმბაძემ, რომელიც ტრენინგებს ადიგენში ჩაატარებს.მეორე ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3 ადამიანი) მიწვეულ იქნება თბილისში, სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. ბანაკის დასრულებისთანავე, ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს და საგრანტო თანხით დაჯილდოვებენ.პროექტის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი და საქართველოს ეროვნული ბანკი. პროექტი განხორცილდება სამ ფაზად: I და II ფაზები - 2019 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, III ფაზა - 2020 წლის გაზაფხულზე.პროექტის მიზანია, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდა გადამზადდეს მეწარმეობის თემაზე.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია