შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ინტონაციის მიხედვით გადავწყვეტ, მივიღებ თუ არა კირკიტაძის ბოდიშს - გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38670 
 31 მაისი 2019

ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ ასეთ ბოდიშს თუ არა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დავით კირკიტაძის მიერ პოლიციელებისთვის ბოდიშის მოხდის შეფასებისას განაცხადა.

კითხვაზე, იღებს თუ არა ის ამ ბოდიშს, როგორც პირველი პოლიციელი, გახარიამ განაცხადა, რომ ამას მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც დავით კირკიტაძის ბოდიშს თავად მოისმენს.

„ერთმნიშვნელოვნად მივესალმები იმას, რომ დავით კირკიტაძემ პოლიციელს ბოდიში მოუხადა. რაც შეეხება იმას, ვიღებ თუ არა მე პირადად ამ ბოდიშს, არ მინახავს, უნდა ვნახო და ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ მივიღებ ასეთ ბოდიშს თუ არა", - განაცხადა გახარიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია