შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დააფიქსირე შენი პოზიცია და არ ჩაჯდე ხელმწიფის ნავში, ის ჩაძირვისთვის არის განწირული"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38709 
 02 ივნისი 2019

არასდროს შეგეშინდეს საკუთარი აზრის გამოთქმის... შენზე მხოლოდ ღმერთს აქვს ზემოქმედების უფლება. სინამდვილეში ისიც არ ერევა, შენი პიროვნული თავისუფლების გადაწყვეტილებაში... ყოველთვის დააფიქსირე შენი პოზიცია და არც ერთი მატერიალური წარმატების სურვილით არ ჩაჯდე ხელმწიფის ნავში. ის ჩაძირვისთვის არის განწირული... სჯობს დიდხანს იდგე სანაპიროსთან, შენი ხომალდის მოლოდინში, ვიდრე დაუმსახურებლად მოთავსდე ლაინერში, სადღაც აუცილებლად დაილეწები... ნუ შეუშინდები ამ ქვეყანაზე გაბატონებულ ადამიანებს, ნუ გაუწევ ანგარიშს მედროვეთა თარეშს. მათი ძლიერების ხაზი მხოლოდ შენს სისუსტეზე გადის... ისინი თავად არიან მონობაში და ცდილობენ სხვებიც დაიმონონ... კარგად დააკვირდი, ზიზილ-პიპილო რეგალიები ისე ამძიმებთ, თავს ძლივს სწევენ... შენი ერთადერთი ჯილდო შენი პატიოსნება და სუფთა სინდისია... ისინი მთელ ცხოვრებას შიშის ქვეშ ატარებენ, არ იციან როგორ გადაეფარონ ორპირობით შეძენილ ქონებას... სინამდვილეში კი იმდენად ცარიელები არიან, სულიერი შიმშილისაგან სულს ღაფავენ... ყოველთვის სიმართლეს ემსახურე, თუნდაც მარტო დარჩე, რადგან სწორედ მაშინ არის შენთან ღმერთი!..

პეტრე კოლხი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია