შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოდან 33,6 მლნ. ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30822 
 04 ივნისი 2019
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული.


უწყების ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 126% (322835 ბოთლი), ჩინეთი - 27% (2972733) და პოლონეთი - 18% (1540182). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 91% (46254), ისრაელი - 72% (131184), ლიეტუვა - 57% (270564), ბელარუსი - 47% (680906), ესტონეთი - 33% (287582), ნიდერლანდები - 27% (42380), კანადა - 26% (76860), მონღოლეთი - 22% (106452), გერმანია - 9% (274721), რუსეთი - 5% (21372581) და ა.შ.


ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 6047911 ბოთლი (ზრდა 6%), “მუკუზანი“ – 1957553 (ზრდა 20%), „წინანდალი“ - 1509961 (ზრდა 10%), ახაშენი - 638878 (0%), „ხვანჭკარა“ – 402802 (ზრდა 43%) და ა.შ. წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 203-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 60%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 216,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 61% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 572,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 37%).

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია