შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ბავშვთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22856 
 01 ივნისი 2019
ახალციხის ცენტრალურ პარკში გასართობი ღონისძიებები დღეს, 1-ელ ივნისს, 11:00 საათიდან დაიწყო. პატარებს შეუძლიათ მათთვის მოწყობილ კონცერტს უყურონ, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში, სახე მოიხატონ ან თავად ხატონ სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში. ღონისძიება, World Vision საქართველოს ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს. „ამ დღეს ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ. ღონისძიებებს ვმართავთ არა მხოლოდ ახალციხეში, არამედ ვალესა და ადიგენშიც. გვაქვს ე.წ. „მშვიდობის კლუბები“, სადაც მოზარდებს უტარდებათ ტრენინგები სხვადასხვა თემებზე და სწორედ მათი ორგანიზებით მოეწყო დღევანდელი დღე“, - ამბობს World Vision საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ნინო ლომიძე.ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის ინიციატივით დაწესდა და 1950 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება