შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წითელი ყელსახვევების საქმე - განათლების სამინისტრომ მესამე სკოლაში მოკვლევა დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22869 
 03 ივნისი 2019
„ჩვენი წარმომადგენლები უკვე სკოლაში მუშაობენ, გასაუბრებები მიმდინარეობს პედაგოგებთან და დირექტორთან. როდესაც მოკვლევა დასრულდება საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება ცნობილი“, – განმარტავენ უწყებაში.ახალციხის მეხუთე და მესამე სკოლების ზეიმები მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ღონისძიების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. თეთრ მაისურებზე მოხვეული წითელ ყელსახვევები ქსელის მომხმარებელმა მაშინვე საბჭოთა სიმბოლიკასთან დააკავშირა. მეხუთე სკოლის ადმინისტრაციაც და ბავშვების მშობლებიც ამბობენ, რომ თეთრი და წითელი საქართველოს დროშის გამო შეარჩიეს, მესამე სკოლაში კი გვპასუხობენ, რომ წითელთან ერთად მოსწავლეებს ლურჯი ყელსახვევებიც ეკეთათ და ეს ფერები თვითონ ბავშვებმა მოისურვეს. მესამე სკოლის ღონისძიებას ესწრებოდა ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ხმალაძე, თუმცა „სამხრეთის კარიბჭის“ კითხვებს ის რამდენიმე დღეა არ პასუხობს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ წითელი ყელსახვევი აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკაა და მისი გამოყენების გამო სამინისტრომ რესურსცენტრის ხელმძღვანელს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს პასუხი უნდა მოსთხოვოს. ახალციხის სკოლების გარდა სამინისტრო ოზურგეთის სამრევლო სკოლის საკითხსაც სწავლობს. სააგენტო „გურიანიუსის“ ინფორმაციით, სასკოლო ღონისძიებაზე წითელყელსახვევიანმა ბავშვებმა სტალინზე სიმღერაც შეასრულეს - „ყველა სოფელი ცას ეჭიდება, სულ საოცნებო არის გურია, მაგრამ ხიდისთავს აქვს სხვა დიდება _ იქ ჯუღაშვილის ნაფეხურია”. მოგვიანებით, სკოლის დირექტორმა განმარტა, რომ ასე საბჭოთა კავშირი გააშარჟეს. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება