შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლებას ცოტა დრო აქვს დარჩენილი" - ზაზა სარალიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38720 
 03 ივნისი 2019

მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძემ. მისი თქმით, სამართლიანობა ნაწილობრივ აღდგა. 
"ეს არ ნიშნავს, სამართლიანობის აღდგენას, ეს არის ნაწილობრივ სამართლიანობის აღდგენა. ბრძოლა გრძელდება მოლომდე. არავინ იფიქროის რომ მოვდუნდები და განზე გავდგები. მოუწოდებ ხელისუფლებას, ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება, არავის არაფერს შევარჩენ, ყველა აგებს სამართლის წინაშე პასუხს. ბოლოს, ყველა ადამიანს მოვუწოდებ - თავი შეიკავონ ჩემი და ჩემი ოჯახის გამოყენებისგან პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩემზე უკეთ არავინ იცის, როგორ დავიცვა ჩემი შვილი"- თქვა სარალიძემ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა.

გ.ჯ. ნაწილობრივ ცნეს დამნაშავედ დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად.

რაც შეეხება გ.ბ.-ს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მომაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია