შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები მოიგოს, გაყალბებისა და დაშინების ჩათვლით"- შარაშენიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38751 
 04 ივნისი 2019

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას, ახალი არაფერია.

„ახალი ამაში არაფერია. ასეთ რაღაცებს აკეთებენ, ჩვენ ხომ ვიცით. ეს თქვენ გაგიკვირდათ? მე - არა“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებში დამარცხება ტრაგედიაა, ამიტომ მმართველი გუნდი ყველა საშუალებას მიმართავს გამარჯვების მოსაპოვებლად, მათ შორის დაშინებასა და გაყალბებას.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები მოიგოს, ბუნებრივია, ადმინისტრაციული რესურსის, გაყალბებისა და დაშინების ჩათვლით. ერთადერთი შანსი, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს არის ის, თუ რამდენად შეძლებს ოპოზიცია ამომრჩევლის მობილიზებას. თუ ამომრჩეველი მობილიზდა, მაშინ ამას ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსი, გაყალბება და დაშინება ვერ უშველის. ეს მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა ამომრჩევლის დიდი ნაწილი პასიურია. ახლა მასიურად მიდის ამომრჩევლის დაკომპლექსება ისევ ძველი ნარატივით, რომ შავგულიძე „ნაცებს“ შეეკრა. თუ ეს გაამართლებს, მაშინ „ოცნება“ მოიგებს“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ხმების მობილიზების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა. გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა