შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მესხეთის თეატრის დრამატული წრე - ზღაპრული სამყაროს შემოქმედი ბავშვები

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22898 
 04 ივნისი 2019
მესხეთის თეატრის დრამატული წრე ერთი წლის წინ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ლია სულუაშვილის ინიციატივით შეიქმნა. სამსახიობო ოსტატობას ბავშვებს პროფესიონალი მსახიობი, მანანა ბერიძე ასწავლის. წრეს ამჟამად ცხრამეტი, 15 წლამდე ასაკის მოსწავლე ჰყავს.დრამწრის მოსწავლეები რეპეტიციებს კვირაში რამდენჯერმე გადიან. დღეს, ოთხ ივნისს პირველ წარმოდგენას გამართავენ, ლია სულუაშვილის მიერ დადგმულ „მგელი და ციკნების“ ზღაპარში პატარა მასხიობები ციკნები არიან. სპექტაკლისთვის ბავშვები ბოლო ერთი კვირა ყოველდღიურად რეპეტიციობდნენ.„ძალიან მიყვარს დრამწრეზე მოსვლა, აქ როცა მოვდივარ ყოველთვის კარგ ხასიათზე ვდგები. მგლის და ციკნის სპექტაკლში ცელქი ციკანი, სახელად კინკილიკო ვარ“. - გვიყვება რვა წლის სანდრო.მალე კიდევ ერთი საბავშვო სპექტაკლი, მხოლოდ დრამწრის მსახიობების მონაწილეობით გაიმართება. მსახიობები მაყურებელს წითელქუდას ზღაპარს შესთავაზებენ.სპექტაკლში მთავარი გმირი რვა წლის ანანოა. მსახიობის ნიჭი მაქვს და აქ ამიტომ მოვედიო ამბობს: „სკოლის მერე სულ აქ ვარ, ბავშვობიდან მაქვს მსახიობის ნიჭი და ძალიან მინდა მსახიობი ვიყო, ჩვენს შემდეგ სპექტაკლში წითელქუდა ვიქნები“. დრამატულ წრეზე ბავშვები მეტყველებას, მოძრაობის პლასტიკას, სიმღერას და გრიმის გაკეთებას სწავლობენ. დრამატული წრის პედაგოგის, მანანა ბერიძის თქმით, წრეზე თავიდან ბევრად მეტი ბავშვი მივიდა, მაგრამ ყველა არ დარჩა.„სპექტაკლი ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, მხოლოდ ტექსტის დაზეპირება არ კმარა, ბავშვებს ერთდრულად რამდენიმე მიმართულებით ვასწავლით. „მგელი და ციკანი“ ბავშვებმა ერთ კვირაში მოამზადეს, ამისთვის მათი მადლიერი ვარ“.ბავშვებისთვის სამსახიობო ოსტატობის სწავლება მესხეთის თეატრში 20 ლარი ღირს, ინვენტარისა და სხვა ხარჯებს მესხეთის თეატრი ფარავს. პედაგოგის თქმით, ბავშვების სცენაზე გამოჩენის შემდეგ, დრამწრით ქალაქში სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება: „მაჩერებენ ქუჩაში და მეკითხებიან, ბავშვი როდის მოვიყვანოთო, სექტემბრიდან ახალ ნაკადს მივიღებთ და ყველას შეეძლება თავის პატარის მოყვანა“. მანანა ბერიძე ბავშვებთან მუშაობით ბედნიერია, რადგან თეატრის მაგიური გარემო ბავშვებს კომპლექსების დაძლევასა და სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბებაში ეხმარება: „ზოგს მეტყველება უჭირს, ზოგს სხვა რამ, მაგრამ ბავშვს უარს არ ვეუბნებით, რომ სული არ დავუზიანოთ. თუ მოინდომებენ, აქ ყველაფრის სწავლა და გამოსწორება შეიძლება. თეატრის სივრცეში ბავშვები შინაგანად თავისუფლები ხდებიან“.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია