შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის სამუსიკო სკოლის გუნდმა გრან-პრი მოიპოვა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22900 
 05 ივნისი 2019
სამუსიკო სკოლის გაერთიანებულ გუნდში ცხრამეტი მოსწავლეა. გუნდის სოლისტი ნიკა ბერიძეა. მათ გრან-პრი ქორმაისტერისა და კონცერტმაისტერის, მონაზონ ნინო სარაშვილის ხელმძღვანელობით მოიპოვეს. „მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით, დედა ნინოს ძალისხმევის გარეშე, ეს შედეგი არ გვექნებოდა. ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ პირველად მოხდა, როდესაც გრან-პრი რეგიონში წავიდა,“ – ამბობს სამუსიკო სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი.ორ ივნისს გამართულ კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამუსიკო სკოლების სამოცზე მეტი გუნდი მონაწილეობდა. კონკურსში გამარჯვებულები შაორის ტბაზე, „მომავლის ბანაკში“ გაემგზავრებიან.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება