შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორი იქნება განახლებული ურეკი, რომლის რეაბილიტაციაც უკვე დაიწყო (+ფოტო)

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38794 
 06 ივნისი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ურეკის ბულვარის სრული რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს გარე განათებას, ველო-ბილიკების მოწყობას, საპირფარეშოების მშენებლობას, მცირე მოედნებისა და სივრცეების მოწყობას ღია სეზონური კაფეებისთვის და კომერციული ობიექტებისთვის. ასევე დაგეგმილია ბულვარის პარალელური ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და გარე განათების დამონტაჟება. ბულვარი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

დაბა ურეკში ბულვარის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას.

bpn.ge

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია