შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38817 
 07 ივნისი 2019

World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. 8 ივნისს, მადეირაზე გაირკვევა მიიღებს თუ არა ბათუმი ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდოს. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებია სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარ (ბოსნია ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია).

28 აპრილამდე ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე https://www.worldtravelawards.com/vote შეეძლო. დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი. მთავრობის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დაესწრებიან.

„World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება.

დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო და საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია