შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2019 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს 140 სოფელს დენი არ აქვს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივნისი 2019

საქართველოში 140 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება (არ არის დაერთებული ცენტრალურ ქსელზე). ეს ეკონომიკის სამინისტროდან მიღებული 2019 წლის მაისის მონაცემებია, რასაც წინ უსწრებდა გასულ წლებში (2013-2017 წლებში) საქართველოში განხორციელებული პროექტი "სინათლე ყველა სოფელს".

On.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაში სამინისტრო განმარტავს, რომ "უშუქო სოფლები" მაღალმთიან რეგიონებშია და დაცილებულია ენერგოქსელიდან. აღმოსავლეთ საქართველოში ელექტროენერგიას ვერ იღებს 369 აბონენტი, საიდანაც 149 არის მუდმივი მაცხოვრებელი, 220 აბონენტი კი მხოლოდ სეზონურად ცხოვრობს. დასავლეთ საქართველოში ჯამურად 222 აბონენტია, რომლის სახლიც არ არის ცენტრალურ ქსელზე დაერთებული. აქედან, 29 მუდმივი მაცხოვრებელია, 193 კი სეზონური.

"ყოველი ტიპის დასახლების საკითხის შესწავლა და უშუქობის პრობლემის მოგვარება ხდება ინდივიდუალური გეგმის საფუძველზე. ზოგიერთ მათგანში მოსახლეობას ურიგდება მზის პანელები. იქ, სადაც უკვე არსებობდა მცირე ჰესი და ექსპლუატაციიდანაა გამოსული, იგეგმება მისი რემონტი და სხვა", — განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

140 სოფლიდან სამინისტრომ 2019 წელს მესიის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ხალდესა და ჰეშკილში გადაწყვიტა პრობლემის მოგვარება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია