შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყველაზე სახიფათო ცხოველი პლანეტაზე – რას აჩვენებს სტატისტიკა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38830 
 07 ივნისი 2019

იმისათვის, რომ დავადგინოთ რომელია ყველაზე სახიფათო ცხოველი პლანეტაზე, ჯერ ცხოველის განმარტება უნდა განისაზღვროს. ცხოველის კატეგორიას მიეკუთვნება ყველა ის არსება, რომლებიც არ არიან ბაქტერიები, ვირუსები და მცენარეები. ყველა სხვა დანარჩენს დეფინიცია ცხოველი სრულად მიესადაგება. თუ ამ განსაზღვრებით და არსებული სტატისტიკით ვიხელმძღვანელებთ აშკარაა, რომ ადამიანისათვის ერთ-ერთ დიდ საფრთხეს მალარიის კოღო წარმოადგენს.

მალარიის კოღოს ნაკბენს ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი ადამიანი ეწირება და საშიში ცხოველების ჩამონათვალში მას მეორე ადგილი უკავია. მესამე ადგილზე გველია. გველის ნაკბენით ყოველწლიურად, დაახლოებით, 100 ათასი ადამინი იღუპება.რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე საშიშ ცხოველებს შორის პირველ ადგილზე ადამიანია. უფრო ზუსტად ადამიანი საჭესთან. გაეროს მონაცემებით ავტოსაგზაო შემთხვევებში ყოველწლიურად მილიონ  500 ათასი ადამიანი იღუპება.   საინტერესოა, რომ ადამიანი საჭესთან უფრო საშიშია, ვიდრე ადამიანი  საბრძოლო იარაღით. როგორც კველევები აჩვენებს, სამხედრო დაპირისპირებას ყოველწლიურად 160 ათასი ადამიანი ეწირება. გამოდის, რომ ადამიანი საჭესთან 10-ჯერ უფრო საშიშია, ვიდრე ადამიანი თოფით.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია