შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თუ ბევრი ხალხი მოვა და არ შეეშინდება, მაშინ გვაქვს შანსი"- რულოვსი ხვალინდელ არჩევნებზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38839 
 08 ივნისი 2019

მთაწმინდაზე, სულხან საბას სკვერში აქცია-კონცერტი "ყველა ხმას აქვს აზრი" იმართება. ზურა ჯავახია და ჯგუფი "მარტივი გამოსავალი" ამ ფორმით მთაწმინდის ამომრჩეველს ხვალ არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებენ. კონცერტზე ბლოკი "ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ შალვა შავგულიძესთან ერთად მისი წარმდგები პარტიის წევრები და სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, მათ შორისაა სანდრა რულოვსიც, მისი თქმით, აუცილებელია რომ არჩევნებზე ბევრი ადამიანი მივიდეს, რაც იმის შანსი იქნება, რომ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს

„აქაც მეორდება იგივე სიტუაცია, რაც ზუგდიდში. აქაც არის მოსყიდვა, დაშინება ხალხის, სოციალურად დაუცველებზე ზეწოლა ხდება. ეს არის ძალიან დასანანი, მაგრამ თუ ბევრი ხალხი მოვა, გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და არ შეეშინდება, მაშინ გვაქვს შანსი, რომ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს ხვალ“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

შეგახსენებთ, ხვალ მთაწმინდის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ხელისუფლების კანდიდატი ლადო კახაძე და ბლოკი “ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან. პირველ ტურში ლადო კახაძემ 41.01% ხოლო შალვა შავგულიძემ 36.84% მიიღო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება