შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პოლიციამ გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებს ვიდეომასალა აჩვენა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 06 ნოემბერი 2018
დღეს, შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოში საგამოძიებო მოქმედებები, 9-წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე, განახლდა. ოჯახის წევრები - მიშიკო ბერიაშვილი და ხვიჩა ბერიაშვილი გამომძიებლებმა დაიბარეს. ბავშვის მამა და პაპის ძმა გამომძიებლებს უფლებადამცველთან ერთად შეხვდნენ. ხვიჩა ბერიაშვილის თქმით,  მან ის ვიდეომასალა ნახა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს, 34-წლის მამაკაცს მეორე ბრალი წაუყენეს. ხვიჩა ბერიაშვილი მიმართავს შს მინისტრის მოადგილეს, რათა დაკავებული პირი ოჯახის ახლობლებს გადასცენ და ლინჩის წესით გაასამართლონ. მიშიკო ბერიაშვილმა ვიდეოჩანაწერები არ ნახა, თუმცა მისი ადვოკატი ადასტურებს, რომ გარყვნილი ქმედების ფაქტი ფოტო და ვიდეომასალის მიხედვით, აშკარაა.  9-წლის გოგონა 25 ოქტომბერს მოკლეს. ბრალდებული 34-წლის მამაკაცია, რომელიც ნასამართლევი იყო ფულის გამოძალვისას და მობილური ტელეფონის გატაცების გამო.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები