შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ღვთისმშობლის წილხვდომილობა, არ შეიძლება მასობრივი სწავლების საგანი იყოს"- გია მურღულია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38837 
 08 ივნისი 2019

ფილოლოგიის დოქტორი და ცნობილი პედაგოგი გია მურღულია წილხვდომილობის ლექციაზე პედაგოგების ჯგუფურად წაყვანას ეხმაურება:

„მასწავლებელი ყველგან თავისი ნებით უნდა მიდიოდეს, როგორც თავისუფალი ადამიანი. თუ თავად არ ხარ საკუთარი ნების პატრონი, ისე სხვას ნამდვილ პიროვნებად და მოქალაქედ ვერ გაზრდი. პედაგოგთა პროტესტი, რომ ისინი 100 კილომეტრი ატარეს წილხვდომილობის შესახებ ლექციის მოსასმენად, აბსოლუტურად სამართლიანია.

თუ ეს საკუთარი ნებითა და ინტერესით არ ხდება, 2 კილომეტრის გავლაც ზედმეტია.

ასეთი ამბები არ უნდა იგეგმებოდეს და ხდებოდეს სპონტანურად და ყველამ წინასწარ უნდა იცოდეს, სად და რა მიზნით მიდის ან რა სარგებელს ნახავს.

იქ, სადაც მასწავლებლებს რამეს აძალებენ, იღებენ მოსწავლეებს, რომლებსაც საკუთარი პიროვნების ნორმალური გაცნობიერება და უფლებების დაცვა არ შეუძლიათ.

ის, რაც სრულად რწმენის სფეროა (მაგალითად, ღვთისმშობლის წილხვდომილობა), არ შეიძლება მასობრივი სწავლების საგანი იყოს.

ყველა ინდივიდუალურად წყვეტს, რა ირწმუნოს.

ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება და მოქმედება ადამიანის ცნობიერებაზე ძალადობაა.“- წერს გია მურღულია სოციალურ ქსელში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია