შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძლიერმა წვიმამ ბორჯომში საცხოვრებელი შენობები დააზიანა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22960 
 07 ივნისი 2019
ძლიერი წვიმა და სეტყვა ბორჯომში დღეს, შვიდ ივნისს, დაახლოებით 15:30 საათზე დაიწყო. ადგილობრივების თქმით, სტიქია რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სეტყვას მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია, თუმცა წყალმა ქუჩები და ეზოები დატბორა. ბორჯომის მერიაში დაზარალებულთა ოთხი განცხადება შევიდა. მათგან სამი მარავალბინიანი შენობების სახურავების დაზიანებას შეეხება, ერთი კი – ეზოს დატბორვას. „ყველა ობიეტზე გაგზავნილია მუნიციპალიტეტის ჯგუფები. ზარალის დამთვლელი კომისია შეისწავლის და განიხილავს არსებულ სიტუაციას. ასეთივე რეაგირებას მოვახდენთ, თუ კიდევ შემოვა შეტყობინებები“, - განმარატვენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში. [თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია