შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხალხი ფქვილს ნისიად ყიდულობს, ჩინოვნიკების ხელფასებში კი 823 500 ლარი იხარჯება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38867 
 10 ივნისი 2019

ენმ-ის წევრი, ლანჩხუთის ორგანიზაციის წარმომადგენელი, გივი ცინცაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეების მიერ ბოლო ერთ წელიწადში მხოლოდ ხელფასის სახით მიღებულ თანხებზე წერს და იმ რიგითი ადამიანების შემოსავლებთან ავლებს პარალელს, ვისი დამსახურებითაც ისინი ხელისუფლებაში და სახელმწიფო სამსახურებში ხვდებიან: 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნება“ და მისი დამქაშები მოსახლეობისა და რაიონის აყვავებაზე, სოციალური, ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული მდგომარეობის განვითარებაზე უსირცხვილოდ ლაპარაკობენ და „თვალებში ნაცრის შეყრით“ ატყუებენ მოსახლეობას.

მათ არ ადარდებთ ადგილობრივი ლანჩხუთელების ბედ-იღბალი - ის თუ რითი გაიტანს რიგითი ლანჩხუთელი თვიდან თვემდე თავს და რით გამოკვებავს საკუთარ ოჯახს.

სამაგიეროდ ადარდებს მხოლოდ საკუთარი ჯიბე და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა, რაც 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე - შემდეგნაირად აისახება ციფრებში:

1) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი - ალექსანდრე სარიშვილი : 47 700 ლარი

2) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - გიორგი ფაცურია : 34 200 ლარი

3) საკრებულოს თავმჯდომარე - ბესიკ ტაბიძე : 47 700 ლარი

4) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ვლადიმერ ნანაძე : 36 000 ლარი

5) სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე - ვერიკო კვირკველია : 30 600 ლარი

6) საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე - ალექსანდრე მახათაძე : 30 600 ლარი

7) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე- გიორგი გვარჯალაძე : 30 600 ლარი

8) ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - გიორგი ჩახვაძე : 30 600 ლარი

9) სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე -ემზარ თედორაძე: 30 600 ლარი

10) ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი - მაგული კუნჭულია : 27 00 ლარი

11) ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - თენგიზ ხელაძე : 27 000 ლარი

12) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური - მამუკა ვადაჭკორია : 27 000 ლარი

13) იურიდიული სამსახურის უფროსი - შოთა ჩაგუნავა : 27 000 ლარი

14) სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი - თამარ ფირცხალაიშვილი : 27 000 ლარი

15) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ია ჩხაიძე : 27 000 ლარი

16) საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი - როლანდ ლაშხია : 27 000 ლარი

17) სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი - ლევან ჩხაიძე : 27 000 ლარი

18) ეკონომიკისა და ქონების მაართვის სამსახურის უფროსი - გიორგი ნაჭყებია : 27 000 ლარი

19) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი - დავით პატარაია : 27 000 ლარი

20) ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე - ბესიკ კუპრაძე : 30 600 ლარი

21) ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე - ციცინო ჩხაიძე : 22 500 ლარი

22) ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე - კახა კვიტაიშვილი : 22 500 ლარი

23) ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავჯდომარე - გოგი მორჩილაძე 30 600 ლარი

24) ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავჯდომარის მოადგილე - ზურაბ კუკულავა : 22 500 ლარი

25) ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე - სპარტაკ კვაჭაძე : 30 600 ლარი

26) ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილე - კახა ბოლქვაძე : 22 500 ლარი

27) ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე - ზაზა წულაძე : 30 600 ლარი

28) ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარის მოადგილე - ოთარ პატეიშვილი : 22 500 ლარი .

საერთო ჯამში კი ეს თანხა, რომელიც ლანჩხუთელი მოსახლეობის ხარჯზე ერიცხებათ ამ უსაქმურებს, 823 500 ლარს აღწევს. ამ ყველაფერს ემატება ბიუჯეტიდან გაფლანგული მილიონობით ლარი, რომელიც ტენდერების სახით ვის ჯიბეში მიდის ღმერთმა იცის. ამ ყველაფრის ფონზე კი რიგითი ლანჩხუთელი განვადებით ყიდულობს ფქვილს , რომ შიმშილით არ მოკვდეს. მას აწუხებს ფიქრი მხოლოდ იმაზე - როგორი იქნება მომდევნო დღე. აფთიაქში შესულს რა ფასი დახვდება წამალზე რომელიც მას სასიცოცხლოდ სჭირდება , როგორ გადაიხდის ვალს, კომუნალურებს და ა.შ. რომლებიც ყოველდღიურად უძვირდება. თქვენ თვითონაც ხვდებით , რომ ახალ ტანსაცმელზე, რაიმე საოჯახო, ღირებული ნივთის შეძენაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მისი ყოვედღიური ყოფა „ქართული ოცნების“ პირობებში უფრო და უფრო მძიმდება და უარესდება, თუმცა მჯერა ლანჩხუთელების გაუტეხლობის და იმის, რომ ისინი ამ სიდუხჭირეს და „ქართულ ოცნებას“ მედგრად გაუმკლავდებიან. გამონახავენ ძალას, საკადრის პასუხს გასცემენ და ყურებით გამოათრევენ ამ გაქსუებულ ჩინოვნიკებს საკუთარი კაბინეტებიდან-აღნიშნავს ცინცაძე. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია