შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ბიძინა ივანიშვილი არის მტერი ჩვენი სამშობლოსი"- გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38884 
 11 ივნისი 2019

“ბიძინა ივანიშვილი არის მტერი ჩემი სამშობლოსი’,-ამის შესახებ განცხადება “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არ აქვს მომავალი, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივი თვისებები უკვე დაკარგული აქვს და გარდა სახელმწიფოსი ჩვენ შეიძლება ჩვენ ქვეყანაც დავკარგოთ, როგორც ისტორიული სუბიექტი.”,-აცხადებს სანიკიძე.

სანიკიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს საქართველოს ბოლო ბელადი.

“ბიძინა ივანიშვილი არის მტერი ჩემი სამშობლოსი. პირდაპირი გაგებით ის არის პოლიტიკური მტერი, ის ანგრევს სახელმწიფოს. როგორ ჩატარდება 2020-ში არჩევნები ამას ჩვენ არ ვწყვეტთ, ამას წყვეტს ერთი კაცი-ბიძინა ივანიშვილი, ის აირჩევს როგორ აპირებს წასვლას. აპირებს მშვიდობიან წასვლას, რაც უკრაინაში მოხდა, თუ მოუწევს სომხეთის ვარიანტი. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის არის ბელადების სიმრავლე და ბელადებიც უნდა დამთავრდეს. ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს ბოლო ბელადი ჩვენს ისტორიაში,“-ამბობს გუბაზ სანიკიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია