შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავრობა თუშური კოშკების რეაბილიტაციას იწყებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39426 
 13 ივნისი 2019

ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება.

სოფელ დართლოსა და სოფელ კესელოში მდებარე ციხე კოშკების რესტავრაცია-რეაბილიტაციისა და სოფელ დართლოს ეკლესიის კონსერვაციის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 23 ივნისს დაიწყება და 26 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 56 056 ლარია.

„წინამდებარე დავალება მოიცავს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოსა და სოფელ კესელოში მდებარე ციხე კოშკების რესტავრაცია რეაბილიტაციისა და სოფელ დართლოს ეკლესიის კონსერვაციის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.

მომსახურების მიზანს წარმოადგენს კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტულად მიმზიდველი და მოწესრიგებული გარემოს შექმნა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის არსებული გარემოს მოწესრიგება.

წინამდებარე დავალება განსაზღვრავს მომსახურების პირობებს, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, კონკრეტულ ლოკაციაზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოსა და სოფელ კესელოში: 1. სოფელ დართლოს ეკლესიის კონსერვაცია; 2. სოფელ დართლოში მდინარის მეორე ნაპირზე არსებული ორი ციხე კოშკის რესტავრაცია; 3. სოფელ კესელოს კოშკის რესტავრაცია“, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები