შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თუ სააკაშვილი ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდა, პირველს კოცონზე ვის დაწვავს"?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38928 
 12 ივნისი 2019

თუ სააკაშვილი ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდა, პირველს კოცონზე ვის დაწვავს? ივანიშვილს და მერე მე, რადგან ნომერ მეორე მტერი ვარ მისთვის, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვეღარ დაბრუნდება და შემდეგ არჩევნებზე ხალხს ამით ვეღარ შეაშინებენ.

„თუ სააკაშვილი ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდა, (ბრჭყალებში რა თქმა უნდა, რადგან ამის ფუფუნება მას აღარ ექნება) პირველი კოცონზე ვის დაწვავს? ივანიშვილს, და მეორე ვის? ნადირაძეს, კობახიძეს, თუ მდინარაძეს, თუ ვიღაც ამდაგვარ ხალხს? მე - რადგან ნომერ მეორე მტერი ვარ მისთვის - ნომერ პირველი ვიყავი და ივანიშვილის შემდეგ ნომერ მეორე გავხდი. და თქვენ გგონიათ, მე ახლა ზუსტად იმისთვის ვიღწვი, ვიბრძვი და ვწვალობ, რომ იმათ დაბრუნებას ხელი შევუწყო? დავამთავროთ ეს ნარატივი. ეს არის ის, რაც ხელისუფლებას უნდა, მაგრამ ასე აღარ იქნება. ხელისუფლება შეიცვლება, ივანიშვილი წავა. ეს გარდაუვალია. შევარდნაძესაც ასე ეგონა, სააკაშვილსაც ასე ეგონა, თუმცა ყველაფერი მთავრდება“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება