შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტყიბულში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამა მიმდინარეობს

განათლება
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
ორიგინალი სტატია:  http://okribanews.ge/?p=5223 
 13 ივნისი 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამა მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად” ფარგლებში მიღებული დაფინანსებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისისს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, 30 ბენეფიციარს, თვეში ოთხჯერადი ინტენსივობით გაეწევა საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, საკონსულტაციო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სოციალური მომსახურებების კომპლექსი. პროექტის მიზანია ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნა, მათთვის შინ მოვლის სერვისის მიწოდებით.

მიმდინარე წლის 8-9 ივნისს სერვისჯგუფი კურსებისა და ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ბენეფიციარებს ეწვია. სერვისჯგუფთან ერთად რამდენიმე მოხალისეც იმყოფებოდა, რომლებმაც მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მოხალისეობრივად ჩართულთა რაოდენობა დღითიდღე იმატებს, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, არამარტო სერვისის წარმატებით განხორციელებისათვის, ასევე ჩვენი, როგორც ღირსეული და პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.

ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი მადლობას უხდის პროექტში ჩართულ მოხალისეებსა და სერვისჯგუფს.ასევე პროექტში მოხალისედ მონაწილეობის მისაღებას ელოდება ნებისმიერ მსურველს.

პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად” დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, მას ახორციელებს ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” (CHCA) და Kakheti Regional Development Foundation (KRDF) (KRDF) ერთად.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია