შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ანდაში დაჭრილი კაცებიდან ერთის მდგომარეობა სტაბილურია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23067 
 14 ივნისი 2019
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ხარისხის მენეჯერის რუსუდან მამუკაშვილის განმარტებით, 56 წლის კაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებული ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება."ზურგის მიდამოში დიდი ზომის ნახეთქი ჭრილობა აქვს. ჩაუტარდა გამოკვლევები, მდგომარეობა სტაბილურია, სავარაუდოდ ხვალ გაიწერება“,–გვითხრა რუსუდან მამუკაშვილმა.რაც შეეხება, მეორე დაჭრილს, რომელსაც ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული, იგი თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაშია გადაყვანილი. ახალციხის სოფელ ანდაში, შემთხვევა დღეს, 14 ივნისს დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. მეზობელმა ორი კაცი ნაჯახით დაჭრა. ორი კაცის დაჭრაში ბრალდებული სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალი სსკ–ს 19-109-ე მუხლით ედება დამამძიმებელ გარემოში, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია