შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძიროვნის ტყეში ხანძარია

კულტურა
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
ორიგინალი სტატია:  http://okribanews.ge/?p=5241 
 16 ივნისი 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია,

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათია მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

ადგილზე ამდროისთვის მობილიზებულია ტყიბულისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები,ხანძრის ქრობაში ჩართულია სამი ავტოცისტერნა,ორი სამაშველო ავტომობილი და 20 მეხანძრე მაშველი.

როგორც „ოკრიბანიუს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ცეცხლი ამდროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის კერების ჩაქრობა. ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამდროისთვის ძლიერი ქარია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია