შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შვილის მიმართ ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს - იურისტი გურჯაანში მომხდარ ძალადობაზე

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30893 
 17 ივნისი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მამის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე შეფასებას speqtri.ge-სთან ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის ხელმძღვანელი ლია ხუროშვილი აკეთებს.
მისი თქმით, ოჯახში ძალადობის შემთხვევები ხშირია, თუმცა ზოგჯერ გამოძიება სათანადოდ ვერ ტარდება იმის გამო, რომ ძალადობის მსხვერპლი უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე.

-„ფაქტია ის, რომ გოგონამ მამის მხრიდან ძალადობის შედეგად შვილი დაკარგა, ამაზე დიდი დანაშაული არ შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა შვილის მიმართ. მინდა აღვნიშნო, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევები ძალიან ხშირია. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ამ ტიპის დანაშაულის დროს წარმოადგენს დაზარალებულების შემდგომი ქცევა. როგორც წესი, მთავარი მოწმეები არიან თავად ოჯახის წევრები, რომლებიც ხშირად გამოძიებასთან არ თანამშრომლებენ, როდესაც საქმე სასამართლომდე მიდის, ჩვენებას არ აძლევენ თავისივე ოჯახის წევრის წინააღმდეგ. ასეთ დროს ხელთ აღარაფერი აქვს ბრალდების მხარეს, იძულებულები ხდებიან, საპროცესო შეთანხმებაზე წავიდნენ. ეს გამოსავალი არ არის, მოძალადე, რომელიც არ დაისჯება, ის აუცილებლად კიდევ ჩაიდენს დანაშაულს,“ -აცხადებს ხუროშვილი.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 32 წლის ორსული გოგო მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს და აღმოჩნდა, რომ მას ნაყოფი მოსცილდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში, კახეთში მომხდარი ოჯახური ძალადობის შედეგად გამოვლინდა, რომ მსხვერპლია 145 ქალი და 45 კაცი, ხოლო მოძალადეებს შორის 160 კაცია და 30 ქალი.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია