შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39513 
 17 ივნისი 2019

მთავრობის დადგენილებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სასწავლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები თესაუს I სასწავლო კორპუსში განხორციელდება.

,,ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია კორპუსის ლიფტით აღჭურვა, აუდიტორიების კეთილმოწყობა, ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა, ადაპტირებული გარემოს შექმნა და სხვა. თესაუს რეაბილიტაცია 2 ეტაპად ჩატარდება: პირველი ეტაპი 2019 წლის ბოლოს, მეორე ეტაპი კი, 2020 წელს დასრულდება.

მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის პარალელურად, სამუშაოების ნაწილს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დააფინანსებს”,-აცხადებენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია