შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს' - მეუფე პეტრე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39019 
 17 ივნისი 2019

მეუფე პეტრე ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სკანდალურ განცხადებას აკეთებს:

"სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს"- თქვა მან.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით, ჯერ კიდევ 80-იან წლებში ეკლესიაში სოდომური ცოდვის პრობლემებზე ზვიად გამსახურდია წერდა, თუმცა ეკლესიამ ბრძოლას თავი აარიდა.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ეკლესია საკუთარ სულიერ შვილებზე ზრუნვას. მანამდე კი ყველა განცხადება, სასულიერო თუ საერო პირის სანდოობით არ სარგებლობს.

​„წამახალისებელია ამ მოვლენების ის ფაქტი, რომ ეკლესიამ თავის წიაღში არ გამოუცხადა ბრძოლა, მიუხედავად, ჯერ კიდევ 80-იან წლებში, ეროვნული ლიდერის, პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას წერილისა და მისი მოწოდებისა, რომ ეკლესიის წიაღში არის პრობლემები და სოდომური ცოდვის წინააღმდეგ შიგნით უნდა დაწყებულიყო ბრძოლა. დღესაც ვფიქრობ არ არის დაგვიანებული და ადამიანები, საერონი თუ სასულიერონი, რომლებიც გამოდიან თითქოს უკომპრომისოდ ებრძვიან უზნეობას, უწმინდურობას, პიდარასტიას, მამათმავლობის პროპაგანდას და უღმერთოებას ეს ადამიანები ამავე დროს არიან კომპრომისულ დამოკიდებულებაში ეკლესიის შიგნით წიაღში და არიან კომფორმისტები. აქედან გამომდინარე მათი სანდოობა არ არის მაღალი ხარისხის,“- უთხრა მეუფე პეტრემ "რუსთავი 2"-ს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია