შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში საგრანტო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39539 
 19 ივნისი 2019

თელავის სახელმწიფო უნივერისტეტში, საგრანტო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის პროექტის – ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემა” (GENIE) ფარგლებში, ახორციელებს 100 000-ლარიან და 650 000-ლარიან თანადაფინანსების საგრანტო პროგრამებს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, საგრანტო პროგრამები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, როგორც ახალგაზრდა, ფორმირების ეტაპზე მყოფ, ასევე მზარდ ადგილობრივ ბიზნეს კომპანიებს. 

ავთანდილ კასრაძის თქმით, მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. თანადაფინანსების მინიმალური მოცულობა სტარტაპ-გრანტების შემთხვევაში შეადგენს 10%-ს.

„650 000-ლარიანი ინოვაციური გრანტი შეუძლია მიიღოს საქართველოში რეგისტრირებულმა სულ მცირე ერთი წლის ასაკის მქონე კომპანიამ. თანადაფინანსების მოცულობა აღნიშნული გრანტის შემთხვევაში უნდა შეადგენდეს 50%-ს.

საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება. 21-ე საუკუნეში შეუძლებელია კონკურენტული იყო ნებისმიერ ეკონომიკურ სექტორში, ნებისმიერ ინდუსტრიაში, თუ არ არის ინოვაციები და ტექნოლოგიები გამოყენებული სამუშაო პროცესში.

ჩვენი მიზანია ინოვაციების განვითარება, ახალგაზრდების ჩართულობა ამ სფეროში. სწორედ ის პროგრამები, რომელსაც საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების სააგენტო გთავაზობთ, არის ძალიან ბევრი პროექტი ერთობლიობაში იმისთვის, რომ დავეხმაროთ თითოეულ ადამიანს, მიუხედევად იმისა თუ რა სტადიაშია ინოვაციებთან მიმართებაში“ – აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია