შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლება დღეს მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეას მასპინძლობს,რაც საფრთხის შემცველია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39062 
 19 ივნისი 2019

ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატის ვიზიტი - ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ გავრილოვის და ოკუპანტი ქვეყნის სხვა დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლა იდეოლოგიურ ხასიათს ატარებს.

როგორც შარაშენიძემ "ნიუპოსტს" თემის კომენტირებისას განუცხადა, "დაწყობილ ქვეყანაში" რუსი დეპუტატების ვიზიტი საფრთხის შემცველი არ იქნებოდა, თუმცა მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული ვითარებაა. 

"მარტივად, რუსი პოლიტიკოსები იყენებენ ყველა პლატფორმას, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და გაავრცელონ თავიანთი იდეოლოგია. შეხვდნენ მომხრეებს და გაიჩინონ მომხრეები. ამ შემთხვევაში მსგავს პლატფორმად გამოიყენეს ეს რაღაც მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეა. საქართველოს პარლამენტში რუს დეპუტატებთან ვიღაც-ვიღაცები ურთიერთობენ, ეს გასაგებია.

იცით რაშია საქმე, სახელმწიფო როდესაც გამართული და დალაგებულია, მოსახლეობასთან მუშაობს, მსგავსი რაღაცები საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს, მაგრამ როცა გვაქვს ისეთი სიტუაცია, რაც ჩვენ გვაქვს ნებისმიერი რაღაც შეიძლება ერთმანეთს დაემატოს და საბოლოო ჯამში გამოიწვიოს პრობლემა. 

საქართველოს ხელისუფლება დღეს მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეას მასპინძლობს, სადაც ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატები იღებენ მონაწილეობს.

მაგალითად, სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნებია და ქართველ ხალხს ამ "ისტორიულ ფაქტთან" შეგუებას ურჩევს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია