შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სერგეი გავრილოვი რედისონის ტერიტორიიდან გაიყვანეს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23147 
 20 ივნისი 2019
ფოტო: 0n.geრუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ირწმუნება, რომ შეფერხების მიუხედავად, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიას თბილისში მაინც ჩაატარებს და ღონისძიება “ორ საათში გაგრძელდება”. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელისუფლებო მედიასაშუალება “რია ნოვოსტი” ავრცელებს.აღნიშნული მედიასაშუალება “რადიკალ ექსტრემისტებს” უწოდებს იმ ოპოზიციონერებს, რომლებმაც გავრილოვს დღეს, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.გავრილოვის ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ, შეკრებილი მოქალაქეები რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც 19.00 საათზე აქციაა დაგეგმილი.აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ. სერგეი გავრილოვის გამოსვლას „რედისონიდან“ რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ მოქალაქეები, მათ სასტუმროს შენობის ორივე შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ.პარლამენტის სხდომათა დარბაზის სპიკერატში გადმოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე გამოკრულია გიორგი ანწუხელიძის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და იმ მეომრების სურათები, ვინც რუსულ ოკუპაციას ემსხვერპლნენ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

ქალთა სკოლა ახალციხეში

საზოგადოება
სამართალი