შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში მანქანის დაჯახების შედეგად გარდაცვლილი მსახიობი გალინა ხვიჩიაა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23121 
 19 ივნისი 2019
როგოც „მესხეთის თეატრში“ გვეუბნებიან, გალინა ხვიჩია ბორჯომში, დასასვენებლად, თეატრის მსახიობთან ვაჟა ნიკოლაშვილთან და მის შვილიშვილებთან ერთად იმყოფებოდა.„ვაჟას შვილიშვილები წაუყვანია სასეირნოდ და ეს ამბები მომხდარა, მეც ვაზუსტებ რაღაცეებს, სხვა დეტალები არ ვიცი“, – გვითხრა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა.ბორჯომში შემთხვევა, დღეს 19 ივნისს, დილით მოხდა. „გოლფის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მსახიობსა და ორ მცირეწლოვანს დაეჯახა.როგორც ბორჯომის ჯეო–ჰოსპიტალში განმარტავენ, ქალს თავზე პოლიტრამვები ჰქონდა, რამაც გარდაცვალება გამოიწვია. მცირეწლოვნების მდგომარეობა სტაბილურია.52 წელიწადია, რაც გალინა ხვიჩია მესხეთის დრამატული თეატრის მსახიობია. ახალციხეში თეატრალური კარიერის დასაწყებად თბილისიდან 1967 წელს წამოვიდა და ერთ-ერთია დასის იმ 17 წევრს შორის, ვისთან ერთადაც მესხეთის თეატრმა არსებობა დაიწყო.[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია