შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23127 
 19 ივნისი 2019
პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა.შ.) აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს ღილაკი - "დაბეჭდეთ ბარათი".შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. ბარათი შეგიძლიათ ამობეჭდოთ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.გამოცდების მოახლოებასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს სოციალურ კამპანიას "არ დაიგვიანო". ამ სოციალური კამპანიით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და დაგვიანების გარეშე გამოცხადნენ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.საგამოცდო ცენტრი ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება. გამოცდები პირველი ივლისიდან დაიწყება.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
პოლიტიკა
საზოგადოება
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

ზამთრის ცოლები