შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხია, პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია" - სალომე ზურაბიშვილის სკანდალური პოსტი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39090 
 20 ივნისი 2019
თბილისში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას საქართველოს პრეზიდენტი სკანდალური განცხადებიტ ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის თქმით ოკუპანტთან არანაირი მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა არ შეიძლება არსებობდეს:

„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ???? რას ნიშნავს ? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქყვენის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს - გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას , საკუთარ დედმამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას !!!!

აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისვის ჩვეულებრივი ხერხი, ესეიგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია !

და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია