შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დღეს ჩვენს გმირებს სულში ჩააფურთხეს"-ოზურგეთში საპროტესტო აქცია გაიმართა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39107 
 20 ივნისი 2019

იმ უმსგავსობას ვაპროტესტებთ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ძნელია ადამიანმა თავი შეიკავო უწმაწური სიტყვების გათქმისგან"-განაცხადა ოზურგეთში, ჭადრების ბაღში გამართულ აქციაზე-"რუსეთი ოკუპანტია"-აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ოთარ რევიშვილმა. 

ოზურგეთში დღეს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და მედიის ორგანიზებით აქცია გაიმართა, რომელსაც პოლიტიკური პარტიისა  და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათ შორის, რამდენიმე ადამიანი ლანჩხუთიდან.

"ჭადრების ბაღში" შეკრებილები პარლამენტში რუსი დეპუტატის გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებდნენ. 

"რუსეთი ოკუპანტია", "დღეს ჩვენს გმირებს სულში ჩააფურთხეს", "სირცხვილი ოცნებას"-ამ ტრაფარეტებით ადგილობრივები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. 

ოთარ რევიშვილი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი: "დღეს ჩვენ, ოზურგეთელები ვაპროტესტებთ იმას, რაც ვიხილეთ ტელეეთერში, რაც ხდებოდა პარლამენტის შენობაში ეს არის საქართველოს, ქართველი იმ გმირების სულში ჩაფურთხება, ქვეყნის ერთიანობას რომ შესწირეს თავი.

ადამიანი, რომელიც აღიარებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, დღეს ის დაგვისვეს პარლამენტში, თავმჯდომარის სკამდე და რუსულად მიჰყავდა სხდომა. ეს არის კატასტროფა. ვითხოვთ  ყველა იმ ადამინმა პასუხი აგოს ამ ყველაფერზე რაც დღეს მოხდა. როცა გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე და ამბობს, რომ ეს არ იცოდა, ეს არის უარესი უსუსსურობა. მაგრამ, ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა და ამაზე პასუხი უნდა აგონ"-განაცხადა რევიშვილმა. 

ირმა გორდელაძე: "ყველა შეგნებული ქართველი და მოქალაქე ვაპროტესტებთ იმას, რაც დღეს მოხდა პარლამენტში, საქართველოში. კარგით რა, ბოლოს და ბოლოს არ უნდა დამთვარდეს ჩვენი, ქართველი ხალხის აბუცად აგდება? მთავრობა და პარლამენტი არის ქვეყნის სახე? არა, ქვეყნის სახე ვართ ჩვენ, ხალხი. ვინც იბრძოდა ქვეყნის ერთიანობისთვის, მომავალი თაობების ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებისთვის. ჩვენ გვინდა განვითარებული ქვეყანა და არა რუსი ოკუპანტი პარლამენტის შენობაში, რომელზეც ამბობენ არ ვიცოდით ისე შემოგვეპარაო. კარგით რა ხალხო, ტყუილი მაინც თვით გამართული. ეს მიმართულება რაც ბოლო დროს მიდის საქართველოში, არავის  არ მოსწონს და არავინ არ დათმობს თავისუფლებას, დავირალეთ უკვე.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე: "დღეს ვაპროტესტებთ სამშობლოს ღალატს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. სასწრაფოდ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სამშობლოს ღალატის მუხლით ყველა იმ მაღალჩინოსანის მიმართ, ვინც შეგნებულად დააორგანიზა ეს აქცია და ვისაც ევალებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება, მაგრამ ეს არ გააკეთა ან უსუსურობის, ან მიზანმიმართული რალატის გამო. ამიტომ, საქართველოს უნდა განთავისუფლდეს რუსული ჩექმისგან და ყველა იმ ადამიანის პასსუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც დაგეგმა და რურულად მიმართვა გააბედინა რუს დეპუტატს პარლამენტის დარბაზიდან. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი შვილების მომავალს. არც ერთი ქართველი არ შეეგუება ამას"-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ. 

 

ვახტანგ ზენაიშვილი: ფეისბუქ გვერდზე წავიკითე, რომ საპროტესტო განწყობილება იყო ოზურგეთში და ლანჩხუთდან ჩამოვედი  სპეციალურად ამისთვის. დიახ, ჩვენი თაობის კისერზე გადავიდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და  აი ამ თეატრის  წინ  არაერთხელ გამოვსულვარ  80-იანი წლების დასასრულსა და 90-იანი წლების დასაწყისში. ეს არის შეურაცხყოფა  მთელი იმ თაობის, იმ ბრძოლის,  ყველა იმ აქციის, რომელიც იმ წლებში იმართებოდა. არ ვიცოდიო პარლამენტის თავმჯომარემ რომ თქვა, აი იმას მინდა შევეხმიანო, რა არ იცოდა მართლმადიდებელი  ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასაბლეის  მსვლელობა  რომ მზადდებოდა საქართველოში  ეს ხო იცოდნენ? თვითონ ეს ფაქტია საშინელება და და სიმახინჯე. საქართველოს საპატრიარქოც ვერ დაიხსნის თავს ამ პროცესებისგან, იმიტომ რომ თევზი ყროლდება თავიდან და ამ შემთხვევაში თავი საპატრიარქო გახლავთ ამ მოვლენების  და ამას ვაპროტესტებთ ჩვენ.

ილია მალაზონია: "გავრილოვზე მეტად მაღელვებს ჩვენი ხელისუფლება რომ უშვებს მის ქვეყანაში შემოშვებას, თორემ გავრილოვი არის მტერი და სადამდეც მიუშვებ იქამდე მივა. რუსები რომ ჭეშმარიტი მართმადიდებლები იყვნენ, იმას არ დაუშვებდნენ,  რასაც წლების განმავლობაში ჩვენ და სხვა ქვეყნებს უკეთებენ, ომი, სისხლისღვრა, ოკუპაცია... რუსეთი არის პარაზიტი, მაგრამ ჩვენი მხრიდან დასათხოვნია მთავარი პარაზიტი და ჭირი, ჩვენი მთავრობა".  

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია