შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის 1 იანვრამდე გრძელდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30929 
 21 ივნისი 2019
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის 1 იანვრამდე გრძელდება.


რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასოა შემდეგი სერვისები:
საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება;
მიწის ნაკვეთზე უფლების აღიარება;
ფაქტების კონსტატაცია;
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია;
დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება, სანოტარო მედიაცია.


რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.
რეფორმის დასრულების შემდეგ საკუთრების უფლების დარეგისტრირება ნებისმიერ დროს კვლავაც შეეძლება მოქალაქეს, რომელიც თავად წარმოადგენს შესაბამის უფლებისდამდგენ დოკუმენტებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია