შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გახარია - პოლიციასა და პარლამენტზე თავდასხმისთვის ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23159 
 20 ივნისი 2019
„მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პატივი ვცეთ პოლიციელს, რომლისთვისაც ერთი მხარეც მოქალაქეა და მეორეც. მივცეთ პოლიციას საშუალება, ღირსეულად შეასრულოს თავისი ფუნქცია. ამის შემდეგ ყველა შევძლებთ წყანარად და მშვიდად დავსხდეთ და ვისაუბროთ,“ - განაცხადა გახარიამ.გიორგი გახარიას თქმით, ის რაც ახლა ხდება პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობაა ქვეყნის კატასტროფისკენ მიყვანის. ჟურნალისტების კითხვაზე გადადგება თუ არა შს მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან, გახარიამ უპასუხა: “უპრობლემოდ, როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები”.პარლამენტის შენობაში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც მივიდა. მას კომენტარი არ გაუკეთებია. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი