შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საპატრიარქო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23167 
 21 ივნისი 2019
საპატრიარქოს განცხადებით დღეს 20 ივნისს პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ყველას აწუხებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა."სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს.მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აყვებიან ემოციურ ფონს. აუცილებელია შექმნილი მდგომარეობის გაანალიზება, შეფასება და სწორი ნაბიჯების გადადგმა.მივმართავთ პარტიებს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, მივმართავთ ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე", – ნათქვამია განცხადებაში.სპეცრაზმი უკვე რამდენიმე საათია ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ახლა კი მათ წყლის ჭავლის გამოყენებაც დაიწყეს. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულებს შორის არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სპეცრაზმელები და ჟურნალისტები.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
სამართალი
მულტიმედია