შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აქციის დარბევისას, სულ მცირე, 12 ჟურნალისტია დაშავებული

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23169 
 21 ივნისი 2019
"ნეტგაზეთი" წერს, რომ სპეცრაზმელებმა რეზინის ტყვიები დამიზნებით ესროლეს On.ge-ს რედაქტორს გელა ბოჩიკაშვილსა და ნეტგაზეთის რედაქტორს დათო ქოქოშვილს. ისინი სპეცრაზმელებს ეუბნებოდნენ, რომ იყვნენ ჟურნალისტები, თუმცა უშედეგოდ. რეზინის ტყვიები ორივე მათგანს თავისა და ყელის არეში მოხვდათ. მათ ჯანმრთელობას ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება.რეზინის ტყვია თავისა და მკლავის არეში მოხვდა რუსთავი 2-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილს, ასევე ოპერატორ ლევან მელიქიძეს. სახის არეში მოხვდა რეზინის ტყვია პირველი არხის ოპერატორს. რეზინის ტყვიებით დაზიანებები მიიღეს ტვ პირველის ოპერატორმა. ასევე, რეზინის ტყვიები მოხვდა On.ge-ს ორ ჟურნალისტს ანა ვახტანგაძესა და გვანცა ნემსაძეს, OC media-ს რედაქტორს მარი ნიკურაძეს, Civil.ge-ს ფოტოგრაფს გურამ მურადოვს, ინტერპრესნიუსის ჟურნალისტს თორნიკე კოშკაძეს. მათ ნაწილს ექიმების დახმარება დასჭირდა. პროფესიული მოვალეობისას დაშავდა “კავკაზსკი უზელის” ჟურნალისტი ბესლან კმუზოვიც.აქციის დარბევისას სამართალდამცავებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნეტგაზეთის ჟურნალისტ გიორგი დიასამიძესაც. ის ამჟამად უსაფრთხოდ არის.პარლამენტთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს მრავალათასიანი აქცია. აქციის მონაწილეები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება