შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,რა ხდება თბილისში? არხს ვწმენდდი შუაღამემდე" - დეპუტატები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/11847 
 21 ივნისი 2019
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების დეპუტატები აცხადებენ, რომ თბილისში გამართული აქციის დაშლის შესახებ, შეფასებებს ვერ გააკეთებენ. ამის შესახებ ქართლი.ჯი ესაუბრა დვანის, ერგნეთის, დიცის და ლამისყანის ტერიტორიული ორგანოების დეპუტატებს. ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ არჩეული დეპუტატების შეფასებები ასეთია: გზირიშვილი მაია (ლამისყანის თემის დეპუტატი) - "აუცილებელია პასუხი მოგცეთ მაგის თაობაზე? არ ვიცი, ვერ გეტყვით პასუხს. მე რა უნდა გითხრათ, არაფრისთვის მიყურებია." მამუკა მახაჭაშვილი (დვანი) - "აქციის შესახებ ვერაფერ შეფასებას გავაკეთებ, როგორც სოფლის წარმომადგენელი, არხს ვწმენდდი და არ მცალია ნამდვილად ტელევიზორის საყურებლად. არ ვიცი, რა ხდებოდა გუშინ ქვეყანაში. ტრაქტორი გამიფუჭდა და ღამის 11 საათამდე იმას ვაკეთებდი. ოკუპაციის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობას ყოველთვის მივიღებ, მაგრამ არ მგონია, რომ გუშინდელი აქცია ყოფილიყო ოკუპაციის საწინააღმდეგო, ეს იყო მთავრობის საწინააღმდეგო აქცია. რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს კარგად ვიცი, ჩემზე და ჩემს ოჯახზე მაქვს გამოცდილი. ამ წუთშიც საოკუპაციო ზოლთან ვდგავარ. ოკუპანტების წინააღმდეგ ვინც იბრძოლეს, იმ ვაჟკაცების წინააღმდეგ ხელის აწევა ან შეურაცხყოფა არ შეიძლება, მხედველობაში მყავს პოლიციელები და ძალოვნები. მაგათზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაც და დეოკუპაციაც. მე რასაც ვუყურე, ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, მოსახლეობა, რომელიც დაზიანდა, დაზიანდა იმიტომ რომ პოლიციელების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. " ბონდო კაპანაძე (წაღვლი):
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები