შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გახსნა

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 21 მაისი 2019

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გახსნა. ქარხანა გერმანული კომპანიის "აისოლარის" ინვესტიციით მოეწყო.

პრემიერმა კომპანიის წარმოადგენლებს ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ქვეყანამ აქცენტი უცხოურ ინვესტიციაზე უნდა გააკეთოს. 

"ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. განათლება და ეკონომიკა ერთად ავითარებს ქვეყანას. რამდენიმე კვირაში ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყება. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, დაიმკვიდროს ადგილი მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრის თქმით, საწარმო, დაამზადებს მზის პანელებს და მოამარაგებს ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებს, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ახლო აღმოსავლეთი. წარმოებული პროდუქცია ბაზარზე   წარწერით - "წარმოებულია საქართველოში" გავა. ქარხანაში 300 ადამიანი დასაქმდება. 

მაღალი ეფექტურობის ფოტოვოლტური მზის ენერგიის მოდულების წარმოების ლიდერი შპს "აე სოლარის" უახლესი საწარმო 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და ავტომატური რობოტიზებული კონვეირების მეშვეობით 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს. 

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ღონისძიებას მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლება, ქუთაისის მაჟორიტარები და უცხოური კომპანიის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

ქუთაისში მზის პანელების საწარმოში 300-მდე ადამიანი დასაქმდება 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია