შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საყურიანი ადამიანების დევნას, სჯობს რუსი ჩინოსნების ამ გაუგებარ ვოიაჟებს მივხედოთ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39095 
 20 ივნისი 2019

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალური ქსელით დღეს პარლამენტში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება:

"საყურიანი ადამიანების კუდიანებივით დევნას (არ მომაყოლოთ, რამდენ ღირსეულ ქართველს ეკეთა საუკუნეების წინ ან ახლა უკეთია ეს სამკაული) , სჯობს რუსი სახელმწიფო ჩინოსნების ამ გაუგებარ ვოიაჟებს მივხედოთ. თუნდაც კანონის დონეზე მოსაფიქრებელია რაღაც ზუსტი და შესაბამისი ნორმა, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებს აეკრძალებათ ჩვენს ინსტიტუციებში პარპაში, ნებისმიერი ფორმატით. წლების წინ, რაღაც ღონისძიებას ერთი დეპუტატი ჩვენთანაც, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც დაესწრო, ჩვენ ცხადია, ვერც მივხვდებოდით ვინ იყო და არც შესვლა-გამოსვლის კონტროლი შეგვიძლია, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება და ყველა განმცხადებელს ვთხოვთ, დააზუსტონ არათუ ღონისძიების შინაარსი, არამედ ისიც, გამოყენებული იქნება თუ არა ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკა და დაესწრება თუ არა ოფიციალური პირი კრემლიდან. წიგნის მუზეუმი ყოველდღიურად ასობით რუს ტურისტს მასპინძლობს, ეთნიკურ ფაშიზმს ვერავინ დაგვაბრალებს,მაგრამ თუ ბატონი დეპუტატი ჩვენთან ოფიციალურ სტუმრობას გადაწყვეტს, ვერ ვიქნებით კარგი მასპინძლები"- წერს კეკელიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა