შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქვეყანა არ დანგრეულა, მტერს შეუნდობენ ბოდიშის მოხდის დროს - ზაზა პაპუაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39110 
 20 ივნისი 2019

“პირადად მე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატრებას არ ვემხრობი, რადგან ქვეყანაში კრიზისი და უმართავი პროცესები არ არის“,- ასე გამოეხმაურა “2020NEWS“-თან “ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად ემზადება.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ხილვით ქვეყანა არ დანგრეულა.

არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. საქართველოს პარლამენტში ასამბლეის გამართვის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა. ზაქარია ქუცნაშვილის ინტერვიუს მოსმენის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ქართული მხარის მიერ დაშვებულ გარკვეულ შეცდომებთან გვაქვს საქმე. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ხილვა სასიამოვნო საყურებელი არ იყო, მაგრამ ამით ქვეყანა არ დანგრეულა. პასუხისმგებელი პირები აღიანებენ, რომ მეტი უნდა ემუშავათ. დამატებითი დეტალები მალე გაირკვევა.

საგანგაშო ნამდვილად არ არის. ეს არის არასასიმოვნო ფაქტი, რომელსაც გამართლებას კი არ ვუძებნი, არამედ ახსნა მინდა მოვუძებნო. ყველაფერს პანიკითა და განგაშით არ უნდა შევხვდეთ. გავერკვიოთ და ვნახოთ ეს შეცდომა რა წონითი კატეგორიაა. ოპოზიციას, რომელსაც ქვეყნის შერყევა უნდა, დარწმუნებული ვარ, ზაქარია ქუცნაშვილს, ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს რუსეთის აგენტებად გამოაცხადებენ.

2020news.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია