შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ამას, ხელახალი ოკუპაციაც კი შეიძლება ეწოდოს"- მამა ანდრია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39113 
 20 ივნისი 2019

ამბროსი აღმსარებლის მონასტრის წინამძღვარი, მამა ანდრია ამბობს, რომ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლის, სერგეი გავრილოვის მხრიდან მართლმადიდებლობაზე საუბარი უხერხულიც კია. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დროს განუცხადა.

სასულიერო პირი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და უნდა გადადგნენ ისინი, ვინც ქვეყანაში რუსი დეპუტატი შემოსვლა დაუშვა.

"რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა არის ყველა იმ ადამიანისა, რომელმაც შემოიყვანა ეს პიროვნება საქართველოში და ოკუპანტი ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფდა თავისი განცხადებებით. ეს ადამიანი დაგვისვეს პირდაპირ საქართველოს ცენტრში. ხელახალი ოკუპაციაც კი შეიძლება ამას ეწოდოს".

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები რუსულ ოკუპაციასა და პარლამენტში რუსი დეპუტატების შესვლას აპროტესტებენ.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია