შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგი მეშველიანი ახალგაზრდებს და პარტიის აქტივს შეხვდა

პოლიტიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 01 ნოემბერი 2018


საქართველოს პარლამენტის წევრი, “ქართული ოცნების” ბოლნისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი მეშველიანი პარტიის ადგილობრივ აქტივს და წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა. მათთან ერთდ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები შეაჯამა და პროცესებში მონაწილეობისთვის თითოეულს მადლობა გადაუხადა.
„ქართული ოცნების“ ბოლნისის საოლქო ორგანიზაციის ოფისში პარტიის აქტივს შევხვდი. განვიხილეთ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადე გაწეული მუშაობისთვის, სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის, რომ ბოლნისი შედეგებით მესამე ადგილზეა ქვეყნის მასშტაბით. ყველა ერთად შევთანხმდით, რომ მეორე ტურში გაორმაგებული ძალებით შევუდგებით საარჩევნო კამპანიას და შედეგს გავაუმჯობესებთ. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესში განსაკუთრებულ მუხტს ახალგაზრდები ქმნიან. ეს ადამიანები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში დაუღალავად შრომობდნენ დადებითი შედეგის მისაღწევად. მათმა თავდადებამ შედეგი გამოიღო , რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი. ჩვენ გვყავს პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები, რომლებიც კვლავ მზად არიან იბრძოლონ ქვეყნის სტაბილური მომავლისთვის.“ აღნიშნა გოგი მეშველიანმა


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია