შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნუ მაბრმავებ", "რუსეთი ოკუპანტია", - ემიგრანტების საპროტესტო აქციები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივნისი 2019

"ნუ მაბრმავებ", "რუსეთი ოკუპანტია", - საპროტესტო აქციები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქართველმა ემიგრანტებმა გამართეს.

გერმანიაში, ნიურნბერგში, ქართველი სტუდენტების ინიციატივით და ნიურნბერგის ქართული კულტურის ცენტრის "ინკოს" მხარდაჭერით შეიკრიბნენ.

მოსწავლეებმა და სტუდენტებმა რუსეთის დუმის წევრის, სერგეი გავრილოვისპარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის მართვა გააპროტესტეს და ეს ფაქტი საქართველოს მოქალაქეებისათვის ღირსების აყრად შეაფასეს.

ამას გარდა, აქციის მონაწილეებმა დაგმეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დარბევა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია